სუდანის ელექტროენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველგან შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ალ არაბია“ ავრცელებს.
ელექტროენერგია 15 თებერვალს, საღამოს გაითიშა. აღნიშნავენ, რომ ამ მომენტში ინჟინრები და მექანიკოსები ცდილობენ აღადგინონ სისტემის მუშაობა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი გათიშვა მეორედ ხდება.