logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: აუცილებელია, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ და სამართლიან გარემოში!
- +

24 მაისი. 2016. 14:27


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტები აუცილებლად იქნება აღმოფხვრილი.



ეს ძალიან სამწუხარო და აღმაშფოთებელი ინციდენტი, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი ფაქტორია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. მსგავსი ინციდენტები იქნება აღმოფხვრილი, მსგავს საკითხში დამნაშავე პირები აუცილებლად იქნებიან დასჯილი. ეს ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ ძალიან დიდი, საგრძნობი ნაბიჯი გადავდგათ ევროპულ გზაზე. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია რომ, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ, თავისუფალ, სამართლიან გარემოში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner