logo_geo
eng_logo
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა
- +

19 თებერვალი. 2019. 16:22

 

 

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა. ძლიერი ქარმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე ინფორმაციას ავრცელებს.

 

„ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება. მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან.

 

ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე, 62 შენობის სახურავი, 32 ავტომანქანა, ბუნებრივი აირის 8 მილი, მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი და 4 სარეკლამო ბილბორდი. ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა“, - წერია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, უამინდობის გამო, მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა მოქალაქეებს საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner