logo_geo
eng_logo
აშშ-ში მემარჯვენე რადიკალის მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს
- +

21 თებერვალი. 2019. 11:05

 

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ მემარჯვენე რადიკალის მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშრომლის სახლში, მერილენდში, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

 

სასამართლოში აცხადებენ, რომ ბრალდებული „თეთრი რასის უპირატესობას უსვამდა ხაზს და „თეთრების სახელმწიფოს შექმნას“ ითხოვდა.

 

როგორც სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, ეჭვმიტანილი 15 თებერვალს დააკავეს. მის მიერ დაგეგმილი ტერაქტის სამიზნეებს შორის იყო დემოკრატი სენატორი, კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

 

გამოძიების ცნობით, ბრალდებული აცხადებს, რომ მისთვის მისაბაძი ადამიანი ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკია, რომელმაც 2011 წლის ივლისში ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner