logo_geo
eng_logo
იტალიაში რამდენიმე ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

21 თებერვალი. 2019. 14:50

 

 

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ქალაქ ემპოლიში მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 38 წლის მამაკაცი, მას ოჯახურ ძალადობაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში ადანაშაულებენ.

 

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი მეუღლეს სისტემატურად სცემდა და სამსახურში გამომუშავებულ თანხას იძულებით სძალავდა. საქართველოს მოქალაქე ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner