ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა დაღუპულის ვინაობა გარკვეულია.
ამ დრომდე დაკარგულად 134 ადამიანი მიიჩნევა.
უხვი ნალექის შედეგად, ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა და ტალახის მასამ სამთო ინდუსტრიის კომპანია „ვალე“-ს შენობები და ახლომდებარე სახლები დაფარა.
წინასწარი მონაცემებით, მასშტაბური მსხვერპლის მთავარი მიზეზი განგაშის სიგნალის გაუმართაობა გახდა.
კაშხლის მფლობელ კომპანია „ვალე“-ში აცხადებენ, რომ ტალახის ნაკადი სწრაფად გავრცელდა და მოწყობილობა რამდენიმე წუთში გამოვიდა მწყობრიდან. პოლიციამ კომპანიის რვა თანამშრომელი დააკავა.