logo_geo
eng_logo
გიორგი ქადაგიძე თანამშრომლებს დაემშვიდობა
- +

25 თებერვალი. 2016. 15:12


გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. დღეს მან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა გამართა და ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა. თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.



დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს ბანკში გატარებული წლებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. ვფიქრობ, ერთად ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით, რაც უდავოდ არის თითოეული თქვენგანის დიდი შრომისა და მონდომების შედეგი. შემდგომ წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner