logo_geo
eng_logo
ადამ კინზინგერი: საქართველო დასავლეთის ძალიან ძლიერი მოკავშირეა!
- +

25 მაისი. 2016. 12:11



აშშ-ის „რესპუბლიკელმა" სენატორმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო NATO-სგან მეტად უნდა წახალისდეს.



დიახ, ასე მიმაჩნია. განსაკუთრებით და პირველ რიგში - საქართველოს შემთხვევაში. საქართველო დასავლეთის ძალიან ძლიერი პროდასავლური მოკავშირეა. მან რეალურად შეძლო მთავრობის კორუფციისგან გასუფთავება, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდევ აქვს და მათზე მუშაობა გრძელდება. ამასთან, საქართველო აშკარად ძალიან მგრძნობიარეა რუსეთის მიმართ: მოწმე ვიყავით იმის, რომ რუსეთი თითქმის საქართველოს დედაქალაქამდე მივიდა და პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მაშინ გემებიც კი გააგზავნა, რის შემდეგაც რუსებმა უკან დაიხიეს. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა არასოდეს შეეგუება უკრაინაში გამოცდილი ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდს", - განაცხადა ნზინგერმა.



ადამ კინზინგერის თქმით, თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია საგარეო ურთიერთობების საკითხში საკმაოდ სუსტია, რის კონტექსტშიც მან პრეზიდენტ ობამას მიერ რუსეთთან დაწყებულ ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა გააკრიტიკა.



სინამდვილეში ვლადიმირ პუტინს დასავლეთთან მეგობრობაში მარტო ერთი რამ აინტერესებს: გაზარდოს სასურველი ექსპანსიის სია... დღეს ჩვენ კარგად გვესმის, რომ რუსებს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ, რომელშიც შევა უკრაინა, საქართველო, ბალტიისპირეთი და ყველა დანარჩენი ტერიტორია. დაკავებული არიან იმ გათვლებით, თუ როგორ განახორციელონ ეს გეგმა, როგორ გაზარდონ ზეწოლა ზუსტად იმ დონემდე, რომ NATO-სგან საპასუხო რეაქცია არ გამოიწვიონ", - განაცხადა ადამ კინზინგერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner