თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ექსპერტი საგზაო უსაფრთხოების საკითხებში შალვა ოგბაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე მშობლებს მოუწოდებს, არ უყიდონ 17 წლის შვილებს ავტომობილები.
„მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია. ეს იგივეა 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ სათამაშოდ. დაფიქრდით მშობლებო!“, - წერს შალვა ოგბაიძე.