ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, ლიეტუვაში ვიზიტს, ქართულ ენაზე გამოეხმაურა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში ქალბატონო პრეზიდენტო. ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე“, - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ლიეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან და სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისთან.