logo_geo
eng_logo
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულები მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა
- +

7 მარტი. 2019. 15:07

 

 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი ყოფილი თანამშრომელი, თორნიკე ტატიშვილი და ვაზელ მამადიანი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

 

მოსამართლე დავით კურტანიძე, ტატიშვილისა და მამადიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობდა. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატების პოზიციას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner