ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, საშუალო ასაკის ქალი ავტობუსის გაჩერებასთან იდგა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა და ქალს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ქალბატონმა დაზიანებები მიიღო, თუმცა ის კონტაქტურია.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.