logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი „თიბისიზე“: პარლამენტში, საგამოძიებო კომისიაზე საკითხის განხილვა საგამოძიებო ორგანოების ავტორიტეტს ამცირებს
- +

11 მარტი. 2019. 13:21

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ უმრავლესობის წევრი, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ საგამოძიებო ორგანოებს მეტი სივრცე უნდა დავუტოვოთ ნდობისთვის“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა  კობა ნარჩემაშვილმა.

 

კობა ნარჩემაშვილის თქმით, ყველა საქმის პარლამენტში შემოტანა განსახილველად საგამოძიებო ორგანოების ავტორიტეტს დაამდაბლებს.

 

„არ მინდა, რომ ჩემი განცხადებები იყოს პოლიტმოტივირებული ან ანგაჟირებული. ყველა ასეთი მცდელობა, შემოიტანონ ყველა საქმე პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე განხილვისთვის საგამოძიებო ორგანოების ავტორიტეტს და ნდობას ამცირებს. ამიტომ ვიდრე არ გვაქვს დედანი, რომელზეც შესაძლებელია გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ვფიქრობ, მანამ საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ნაადრევი. მიმაჩნია, რომ უნდა დაველოდოთ. ჩვენ ერთი და ორი საქმე ხომ არ გვაქვს, წარმოიდგინეთ, 30 ათასამდე საქმე არის ყოველწლიურად, ანუ ეს როგორ გამოგვივა?! გარკვეულწილად ვაჩენთ პრივილეგირებულ საქმეებს. აქვე აღვნიშნავ, რომ რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საქმეს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, უნდა გავუფრთხილდეთ საგამოძიებო ორგანოებს. რადგან ეს არ არის რომელიმე ხელისუფლების საგამოძიებო ორგანო და ჩვენ უნდა ვეცადოთ ეს ორგანოები იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზირებული“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

 

მისივე თქმით, გამოძიების ორგანოებს გამოსაკითხ პირთა წრე საქმესთან დაკავშირებით გასაფართოებელი აქვს და ჯერ კიდევ ბევრი საგამოძიებო მოქმედება აქვს ჩასატარებელი.

 

რაც შეეხება ხაზარაძის მოთხოვნას „ან დაიდოს ბრალეულობა, ან შეწყდეს საქმე“, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მაქსიმალურად ლეგიტიმურია.

 

მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა ცუდი მიმართულებით მიდის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner