logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: ზონალური პარკინგის მიზანი არა ფულის მოკრება, არამედ ნაკადების შეზღუდვაა
- +

11 მარტი. 2019. 16:59

 

 

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე ზონალური პარკინგის ტარიფებზე მსჯელობენ. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ზონალური პარკინგის საპილოტე პროექტი კიდევ ერთხელ წარდგენა და აღნიშნა, რომ ზონალური პარკირების შემოღება სატრანსპორტო ნაკადებს დაარეგულირებს ისეთ ადგილებში, სადაც მანქანების ძალიან მაღალი მიზიდულობაა.

 

„ტარიფი ღიად გვაქვს დატოვებული. პრინციპული თანხვედრა გვაქვს იდეის დონეზე. ციფრში გამოხატული მოდელი არ გვაქვს. ტარიფი უნდა დავადგინოთ იმდენი, რომ მოგვცეს შედეგი. ტარიფი ინდივიდუალურია არამხოლოდ ქალაქებისთვის, ქუჩებისთვისაც კი. მიზანი არ არის, ფული მოვკრიბოთ. მიზანი არის, რომ ნაკადი შევზღუდოთ“, - განაცხადა  ირაკლი ხმალაძემ.

 

ხმალაძის განცხადებით, საპილოტე პროექტის განხორციელებისთვის მერიამ ტურისტული არეალი შეარჩია - კოტე აფხაზის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია. პროექტი 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

 

ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ დროისთვის მერია ავტობუსების პარკსაც შეავსებს. თბილისში 90 ახალი ავტობუსი შემოვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაც ხელს შეუწყობს, რომ მოქალაქეები კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner