logo_geo
eng_logo
ესპანეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები სახლების ქურდობის ბრალდებით დააკავა
- +

19 მარტი. 2019. 13:34

 

 

ესპანეთის ქალაქ ლოგრონიოში პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია უწყება, მათ ბრალად სახლების გაქურდვა ედებათ. როგორც გამომძიებლები ჰყვებიან, საქართველოს ორი მოქალაქე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია, რომლებსაც ლოგრონიოში რამდენიმე სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

 

მედიის ცნობით, პოლიცია თვითმხილველებმა გამოიძახეს, რომლებმაც ერთ-ერთ სახლთან საეჭვო პირები შენიშნეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების დაკავება სცადეს, თუმცა ისინი გაიქცნენ. დევნის დროს პოლიცია იძულებული გახდა, რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოეხდინა, რის შემდეგაც მათი დაკავება მოხერხდა.

 

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ორი წევრი მიიმალა და მათ ამ დრომდე ეძებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner