logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: უსამშობლო და უეროვნებო, ჰალსტუხიყლაპია, ოდესელი „ჟულიკი“ ვერ დაბრუნდება!"
- +

25 მაისი. 2016. 22:20



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ოთარ ჩრდილელის განცხადებით, დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უპატიებელი შეცდომა ჩაიდინეს.



თავზარდაცემული ვარ, იმ ფაქტით რაც პარლამენტში, „ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა! დიახ, ყველაფერს აქვს საზღვარი, .. წითელი ხაზი, რომელიც არავინ არ უნდა გადაკვეთოს, მათ უამრავჯერ გადაკვეთეს. ზოგჯერ მივუტევეთ, ზოგჯერ პასუხიც გავეცით, მაგრამ როდესაც მათი რეჟიმის დროს მოკლულ ხალხზე, წუთიერი დუმილიც კი არ ინებეს და ფეხზე არ წამოდგნენ, ეს უკვე ყოველგვარ ადამიანობას გადასცდა! მიცვალებულთა შეურაცხყოფა ვეღარ მოვითმინე და საკადრისი პასუხი გავეცი, ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ინციდენტში.", - წერს ჩრდილელი.


მისი თქმით, არ უნდა იყოს საუბარი კოჰაბიტაციაზე, რადგან ყოველთვის რადიკალი იყო და მომხრე "ამ კანიბალთა სამართლებრივად, სამაგალითო დასჯის, მაშინ როდესაც ზოგნი მათ გადარჩენას გვთავაზობდნენ, მაშველი რგოლით, დემოკრატიის ანტურაჟისთვის".


"ნაცმოძი" დაშლილია ბერთოლეს მარილივით, უსამშობლო და უეროვნებო, ჰალსტუხიყლაპია, ოდესელი "ჟულიკი" აქ ვერ დაბრუნდება! ვინმემ, შეცდომაში არ შეგიყვანოთ! წავიდა ამათი დრო! არც 8 არც 9, 27, 32 და 41 ოქტომბერს არ მოვა!!! ხსოვნა და სამუდამო პატივგება, იმ მამულიშვილების, რომლებიც პოლიტიკური ცხედრის, სააკაშვილის რეჟიმს შეეწირნენ! ღმერთი ფარავდეს, დედა-სამშობლოს!", - წერს ჩრდილელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის პარლამენტში გაკეთებულ მოწოდებას, რომ დეპუტატებს 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი წუთიერი დუმილით მიეგოთ, დაპირპისირება მოჰყვა.


ზაზა პაპუაშვილის მოწოდებას არ აჰყვნენ "ნაციონალური მოძროაბის წევრები" რამაც უმრავლესობსი წევრებში გაღიზიანება გამოიწვია, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირპისრებაში გადაიზარდა.


დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის ზვიად ძიძიგურმა დარბაზიდან გააძევა. დაპირპისირება ამის შემდეგაც გაგრძელდა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner