logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსთვის
- +

20 მარტი. 2019. 13:39

 

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის კარი ღიაა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის. ეს განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა „მარშალის ფონდში“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა.

 

სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს გაფართოება არ არის პროვოკაცია და ეს პროცესი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული.

 

„NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე საქართველო და უკრაინა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივანი 24 მარტს საქართველოს ეწვევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner