„არავინ ამტკიცებს იმას, რომ პრობლემები არ არის, პრობლემები არის და მას აქვს სერიოზული ხასიათი. იმის მაგივრად, რომ დღეს მოვისმინოთ კრიტიკა, კონკრეტული პოზიციები, რა არის გასაკეთებელი, კიდევ ერთხელ ვნახეთ პოლიტიკური პერფორმანსი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა ნებისმიერ ადამიანს მოუსმენს, ვისაც კონკრეტული რეკომენდაციები ექნება იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
„GlobaL Finance“-ის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს აქვს ლიდერის პოზიცია რეგიონში და უსწრებს ევროპის ქვეყნებს. ასევე, მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისი მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქი. არავინ ამტკიცებს იმას, რომ პრობლემები არ არის, პრობლემები არის და მას აქვს სერიოზული ხასიათი. იმის მაგივრად, რომ დღეს ჩვენ მოვისმინოთ კრიტიკა, კონკრეტული პოზიციები რა არის გასაკეთებელი, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკური პერფორმანსი. ჩვენ ვართ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. გპირდებით, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს კონკრეტული პოზიცია, კონკრეტული რეკომენდაცია მზად ვართ მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი ოპოზიციამ პარლამენტში კრიმინოგენური ვითარების შესახებ სასაუბროდ დაიბარა.