logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: საქართველო წელს NATO-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა
- +

23 მარტი. 2019. 16:38

 

 

„NATO განიხილავს საქართველოს, როგორც მომავალ წევრ სახელმწიფოს, რაც ინტეგრაციის პროცესში წარმატებული რეფორმებისა და არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანი განხორციელების შედეგია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა.

 

„საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან, რასაც ადასტურებს NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, ერთობლივი წვრთნები და არაერთი ღონისძიება, სადაც ალიანსი სრული ფორმატით იქნება წარმოდგენილი“,  - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

ქაცარავას თქმით, საქართველო NATO-სთან ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა.

 

„ჩვენი ქვეყნის ალიანსში მომავალი წევრობა შეუქცევადია. ეს არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომ მაქსიმალურად წარმატებულად მივაღწიოთ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას, რაც NATO-ს სრულფასოვან წევრობას ნიშნავს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს ხვალ ეწვევა, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს 25 მარტს გამართავს. იენს სტოლტენბერგი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ასევე, NATO-ს გენერალური მდივანი „NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს“ ეწვევა, სადაც „NATO-საქართველოს სწავლება 2019“ მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner