logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: საქართველოსთვის NATO-ს კარის სიახლოვე მართლაც თვალშისაცემია
- +

23 მარტი. 2019. 17:11

 

 

„საქართველოსთვის NATO-ს კარის სიახლოვე მართლაც თვალში საცემია“, - ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს.

 

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აცხადებს გაცილებით მკაფიოდ იგრძნობა საქართველო- NATO-ს პარტნიორობა და საქართველოს სიახლოვე NATO-თან, ვიდრე ეს აქამდე იყო.

 

„ჩვენთვის NATO-ს კარის სიახლოვე თვალშისაცემია. ჩემი აზრით, ამას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. ერთი არის ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება, NATO-ს წევრი ქვეყნები დარწმუნდნენ, რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, ყველაფერთან ერთად საქართველო სტაბილურად დემოკრატიული ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ საქართველოს კიდევ მეტი აქვს გასაკეთებელი, ვიდრე ეს სტაბილურობა ტრადიციად იქცევა, მაგრამ ის, რომ ტენდენცია აბსოლუტურად სწორია, ყველა ავტორიტეტულ შეფასებაშია აღნიშნული. მეორე ფაქტორია ის, რომ უნიკალურია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმები და ამას NATO-ს უმაღლესი ლიდერები ყველა გამოსვლაში ადასტურებენ. განსაკუთრებით გამოვყოფდი თავდაცვის სფეროს, სადაც ჩვენ უპრეცედენტოდ ბევრ და ხარისხიან წვრთნებს ვატარებთ NATO-სთან ერთად. იცით, რომ ამერიკელების დახმარებით JTEC გვაქვს, ასევე ტარდება NATO-საქართველოს წვრთნები, რაც ორივესთვის უკვე მომგებიანია.

 

ამასთან, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტს უკვე მივმართავთ თანამედროვე შეიარაღებაზე. რაც მთავარია, ამას ემატება ჩვენი მონაწილეობა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები საქვეყნოდ გვასახელებენ. მესამე ფაქტორი ეს არის ის, რასაც NATO კარგად გრძნობს - უნდა ვაღიაროთ, რომ წლების მანძილზე NATO-ს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში გარკვეული არამდგრადი შეგრძნებები და ეჭვები ჰქონდა. ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ცივილიზებულ საზოგადოებას აჩვენა, რომ საქართველო, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში ცივილიზებული მოთამაშეა. ის ითვალისწინებს, როგორც თავის ეროვნულ, ისე საერთაშორისო ინტერესებს. ამ ფონზე ჩვენი აქტიური ჩართულობა იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის, ჩვენი აქტივობა, გამოიხატება საერთაშორისო მისიებში არამარტო NATO-ს, არამედ ევროკავშირის მისიებში მონაწილეობით. რაც მთავარია, შიდა პოლიტიკაში NATO გრძნობს როგორც სტაბილურობას, ისე ერთმნიშვნელოვან დამოკიდებულებას საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

აქედან გამომდინარე, მისივე განმარტებით, გასაკვირი არც არის ის ფაქტი, რომ NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში სტუმრად მესამედ ჩამოდის.

 

„ასევე არ გაგვიკვირდა, რომ NATO-ს სამხედრო კომიტეტი, რომელიც არის ყველაზე მთავარი კომიტეტი საქართველოში მარტის ბოლოს ჩამოდის და უახლოეს ხანებში, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წვრთნა გვექნება. ეს არის „Noble Partner“, რომელიც თავისი მასშტაბურობით უპრეცედენტო იქნება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 25 მარტს ეწვევა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner