logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: იენს სტოლტენბერგის ვიზიტით დასტურდება, რომ საქართველო ევროპისა და NATO-ს მიმართულებით მიდის
- +

25 მარტი. 2019. 11:58

„NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და NATO-ს მიმართულებით მიდის“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

ჰარცელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობას.

 

„სტოლტენბერგის ვიზიტი იმ მნიშვნელოვან წვრთნებს ემთხვევა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ევროკავშირი მხარს ნამდვილად უჭერს საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეს ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა NATO-სა და საქართველოს შორის, რომელიც ისედაც არსებობს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ და მხარი ძალიან მტკიცედ დავუჭიროთ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ ვიზიტებს თბილისში დღეს მართავს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner