logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია!
- +

26 მაისი. 2016. 13:26


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ახალწვეულებს მიმართა, რომლებმაც დღეს ფიცი საზეიმოდ დადეს და სამშობლოს სამსახურში ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. წელს ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს. ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, ყველა ჩვენს თანამემამულეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ, ვისაც უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო. დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღელვებელია წვევამდელებისთვის. დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა, არასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა საქართველოს თავისუფლებას. სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თქვენს უკან საქართველოა", - მიმართა პრემიერმა ახალწვეულებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner