ავტორი ალა გრიგალაშვილი
„დამოუკიდებლობის დღე ჩემთვის სიხარულთან ასოცირდება და სიამაყის შეგრძნებას იწვევს. დარწმუნებული ვარ, იგივე განცდა აქვს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს", - ამის შესახებ ლალი ბადურაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას განაცხადა.
მსახიობი 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციური აქციის დარბევას იხსენებს და ამბობს, რომ სამწუხაროა იმ პირების დაუსჯელობა, რომლებიც სასტიკად გაუსწორდნენ საკუთარ თანამემამულეებს.
„რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის მიტინგის დარბევას, მთავარი დამნაშავეები არ არიან დასჯილები. სჯიან მეათე, მეოცეხარისხოვანს და არა მათ, ვინც ბრძანება გასცა და ვინც იყვნენ ამ უბედურების მამამთვრები. ისინი უნდა დაისაჯონ!" - განაცხადა ბადურაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.