ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავს.
„მე მინდა, სრულიად საქართველოს, ჩვენი სამშობლოს ყველა პატრიორტს, რომელთაც გული შესტკივათ საქართველოზე, მივულოცო დღევანდელი დღე. 98 წლის წინ, ამ დღეს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 25 წლის წინ აღვიდგინეთ ეს დამოუკიდებლობა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი პრობლემა გადავლახეთ იმისთვის, რომ საქართველო რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანად ქცეულიყო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.