ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუსი მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მოთხოვნით ინტერპოლს მიმართა.
ირაკლი შოთაძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს დღებში ინტერპოლის სამსახური მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყება. მისი თქმით, ოთხოზორიას მკვლელს უკვე ბრალდებულის სტატუსი აქვს.
რაც შეეხება მკვლელის დაკავებას, შოთაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ მისვლიათ.
ირაკლი შოთაძე დღეს ზუგდიდში, გიგა ოთხოზორიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.