logo_geo
eng_logo
16 და 17 მაისს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.
- +

26 მაისი. 2016. 15:17


16 და 17 მაისს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის" პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.


შპს „გამა კონსალტინგი"-ს, სს "ნამახვანის" და შპს "კოქს კონსალტის საქართველოს ფილიალი"-ს წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ტექნიკური პარამეტრები და მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების რისკები. საჯარო განხილვაზე შეფასდა ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის პროექტის სოციალურ და გარემოზე ზემოქმედების საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნები და მოსაზრებები, განხილვის მასალები თანდართულ იქნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარსადგენ გზშ-ს ანგარიშში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner