შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ფაქტი აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა იყო. შს მინისტრის თქმით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ქვეყანაში უკვე გაუმჯობესებულია.
„ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა. საერთოდ, შრომის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია, თებერვლიდან ძალაში შევიდა, მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება სრულად, ყველა სახის კომპანიისთვის და საწარმოებისთვის.
რაც შეეხება აღსრულებას - ქვეყანაში, როგორც ასეთი, სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობდა წლების განმავლობაში, აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს, კანონმდებლობა არსებობს.
1 სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს ზრუნვა თითოეული მოქალაქის, მთავრობის წევრისა და სამოქალაქო სექტორისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.