logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: მახსოვს პირველი აღლუმი, რომელიც ჩაიბარა ზვიად გამსახურდიამ!
- +

26 მაისი. 2016. 17:31


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო.



ზვიად ძიძიგურმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და 25 წლის წინ გამართული პირველი აღლუმი გაიხსენა, რომელიც საბჭოთა კავშირის პირობებში ზვიად გამსახურდიამ ჩაიბარა.



მე მახსოვს 25 წლის წინანდელი პირველი აღლუმი, რომელიც ჩაიბარა ზვიად გამსახურდიამ. ეს იყო ჩვენი პირველი შეიარაღებული სამხედრო ძალების აღლუმი საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში. ამის გაკეთება დიდ გამბედაობასთან იყო დაკავშირებული. ეს გაბედულება კი არ აკლდა მაშინ პირველ ეროვნულ ხელისუფლებას და მე ვარ მოხარული, რომ დღეს ფიცის დადების ცერემონია გაიმართება საქართველოს 5 დიდ ქალაქში",­ განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner