თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე საპროტესტო აქციის მონაწილე, ტაქსის მძღოლებს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, ყველა ის პრობლემური საკითხი განიხილეს, რაც ტაქსის მძღოლების თქმით, ხელს უშლის მათ საქმიანობას.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერია მზად არის, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეები, ყველა დაინტერესებულ პირს დეტალურად განუმარტოს. მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებს თბილისის მერი კახა კალაძე მომავალ სამუშაო კვირას შეხვდება.