logo_geo
eng_logo
შოთა ხაბარელი: სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სპორტის განვითარება
- +

4 აპრილი. 2019. 20:01

 

 

„სპორტი არის არა მარტო სპორტი, ეს არის თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა“, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრს „მინისტრის საათის ფორმატში“ მოუსმინეს.

 

შოთა ხაბარელის შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის ფაქტი, რომ წვევამდელთა 30 % სამხედრო სამსახურისთვის უვარგისია. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ეს კომპონენტიც.

 

„როგორც სპორტის კომიტეტის წარმომადგენელი, მინდა  შევეხო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული თავდაცვისუნარიანობის გაზრდასთან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუ როგორი ახალგაზრდები გვეყოლება ჩვენ და ვინ იქნება ჯარში გაწვეულები.  ამ მიმართულებით ნამდვილად დიდი გამოწვევები გვაქვს. ბოლო მონაცემებით ვიცით, რომ 30% „იბრაკება“ ჯარში გაწვევის. ეს არის მართლაც დიდი გამოწვევა და აქედან გამომდინარე, სათანადო ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამაზე.

 

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ  სპორტი არის არა მარტო სპორტი, ეს არის თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ქვეყანაში და არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ის თანხები, რომელიც არის გამოყოფილი თავდაცვის მიმართულებით, აქაც იყოს გამოყოფილი, რადგან  ჩვენ გვინდა ჯანმრთელი, ჯანსაღი ახალგაზრდები მოხვდნენ ჩვენს ჯარში.  ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner