logo_geo
eng_logo
გიორგი გაჩეჩილაძემ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუცია შეახსენა
- +

4 აპრილი. 2019. 21:24

 

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წარსული საქმეების დავიწყებაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

„ოპოზიცია მოგვიწოდებს, რომ წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ როგორ შეიძლება მათი დავიწყება? საქართველო როგორ დაივიწყებს სერგო ორჯონიკიძეს, ფილიპე მახარაძეს, ბოლშევიკური მოძრაობის 20-იან წლებს, რომელიც ტიპიური შემთხვევაა რაც ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში. როგორ დავიბრმავოთ  თვალები, როდესაც გაყვანილი ბაზები რუსებმა თავიდან წამოგვიჭიმეს, ამდენი დევნილია ჩასახლებული გზებზე და ამდენი რეპრესირებული ადამიანი ქონების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ოპოზიცია მაინც ამბობს, რომ ყველაფერი ეს უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ეს არის სახელმწიფო დანაშაული და პროკურატურამ გამოძიება თავიდან უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენლებს აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს მიღებული რეზოლუცია გაახსენა და რეზოლუციის ის ნაწილი წაიკითხა, სადაც საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის გაუფრთხილებლად დაბომბვაზეა საუბარი. მისივე განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსეთის მიერ რეზოლუციაში ჩაწერილ სიყალბეს მხარი დაუჭირეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner