„დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებში ჩვენმა დაჭრილმა სამხედროებმა გვასახელეს და გახდნენ ძლიერთა შორის ძლიერები. პირველად მოხდა, რომ დაჭრილი ორი სამხედრო მოსამსახურე დავნიშნეთ სამხედრო ატაშატში. ბალტიისპირეთში ატაშეს მოადგილედ და აშშ-ის ჩვენს სამხედრო ატაშატში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„წეროვანში, ვაშენებთ აშშ-ის ფინანსური დახმარებით ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრს. ცენტრის აღჭურვისთვის ეროვნული ბიუჯეტიდან მილიონ რვაასი ათასი ლარი გამოიყო“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.