ჟურნალისტი, მედია ჰოლდინგ „რეპორტიორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„30 წელი გავიდა... 30 წელი ტრაგიკული თარიღიდან... და 28 წელი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან... ამ ფოტოებზე 11 წლის ვარ. სულ რაღაც 11 წლის... 1991 წლის 9 აპრილია. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის მთავარ სურვილსა და განცდას - დიდება 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირულთა სულებს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, ქრისტიანულ საქართველოს“, - წერს გიორგი მამაცაშვილი.