logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: 25 წლის წინ ჩვენმა თაობამ შეძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება!
- +

27 მაისი. 2016. 00:06


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს - დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა.


„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წელს.  25 წლის წინ ჩვენმა თაობამ შეძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

 

იმ დღიდან ჩვენ დავიწყეთ თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობა. თავისუფალი ქვეყანა ნიშნავს თავისუფალი ადამიანებისაგან შექმნილ თავისუფალ საზოგადოებას და იმ შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რომელიც ამ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს.

 

ჩვენი კულტურული და ინდივიდუალური თავისუფლება პოლიტიკურ თავისუფლებად უნდა ვაქციოთ, სწორედ ამ სულისკვეთებით ეს წელი "ევროპული სახელმწიფოს" წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, ჩვენ შევქმენით თავისუფალ ქვეყანას.

 

ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამოცდა გველის წინ - თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტები, წარმატებით ჩავატარებთ.

ეს იქნება კიდევ ერთხელ მტკიცედ გადადგმული გამარჯვების ნაბიჯი ამ გზაზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ მომავალ გამარჯვებებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ღმერთი ფარავდეს საქართველოს!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner