logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს პასუხობს
- +

11 აპრილი. 2019. 19:28

 

უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას პასუხობს.

 

„ფრაქციისთვის ფული დაგვიმატე, თორემ ფლანგვას დაგაბრალებთ” - ეს არის ბატონი რომან გოცირიძის მარტივი საბრძოლო ტაქტიკა. არადა:

  1. მისი მოთხოვნა ფრაქციებთან დაკავშირებით, რომ დადებითათ გადაწყვეტილიყო, ბიუჯეტს 240 000 ლარით მეტი დაუჯდებოდა წელიწადში;
  2. 2 წლის შემდეგ გაუჩნდა “კითხვები” პარლამენტის ბიუჯეტზე;
  3. სამივლინებო ხარჯებზე რომ საუბრობს, პარლამენტს ყოველწლიურად სწორედ ოპოზიციის მივლინებები უჯდება 400 000 ლარამდე. ამ ხარჯების არამიზნობრიობას გულისხმობს?!
  4. პარლამენტი მუდმივად გადის აუდიტის შემოწმებას. აუდიტის სამსახურის სრული დასკვნა ბოლოს 2018 წელს მომზადდა.
  5. ხმა არ ამოუღია, ასობით მილიონი როცა დაიხარჯა პარლამენტის მეორე შენობის ასაშენებლად, მაშინ როდესაც თბილისში, პარლამენტს ჰქონდა თავისი შენობა;
  6. ხმა არ ამოუღია, როცა პარლამენტის თბილისის სასახლე შიგნიდან დაშალეს და განადგურდა და არც დაინტერესებულა, რამდენი ზარალი მიიღო ამით სახელმწიფომ.

 

და კიდევ, თამარ ჩუგოშვილს რომ არამიზნობრივ ხარჯვაზე იწვევ კამათში, თავიდანვე წაგებული ხარ“, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მილიონობით ლარი ნიავდება. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, საჭიროა, აუდიტის სამსახურმა პარლამენტში სახსრების არარაციონალურად და საეჭვოდ ხარჯვის ფაქტები შეისწავლოს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner