„არჩევნები საქართველოში ყოველ წელს არის ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილი კი ამ ქვეყანაში სიკეთეს იმ დროიდან მოყოლებული აკეთებს, პოლიტიკასთან შეხება რომ არ ჰქონდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოების პროექტებზე ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი ლარი აქვს დახარჯული, რომელიც ოფიციალურად დამტკიცებულია.
„სამეგრელოში ჩავიდა, მაშინვე არჩევნებს დაუკავშირეს. 2005 წლიდან, 2019 წლამდე მხოლოდ სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში, დაახლოებით 17 მილიონი ლარის საქველმოქმედო პროექტებია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით. სამეგრელოში დაახლოებით, 30 მილიონი აქვს დახარჯული "ქართუ ფონდს".
მესმის, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს არ უყვარდეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ამ გაკეთებულ სიკეთეებზე, ავუხსნათ საზოგადოებას. ეს სირცხვილი არ არის, პირიქით, ყველას უნდა ვუთხრათ, რამდენი რაღაც კეთდება, რომ სიკეთე იყოს გადამდები. კაცს სამება აქვს აშენებული და მისი მოხატვა თუ გადაწყვიტა, ეს რა პრობლემაა. უკვე ისე იხატება ყველაფერი, სიკეთის კეთებაც რაღაც დანაშაულად გამოგყავთ. მგონია, ასეთი ადამიანები მეტი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვის სამუშაოები.