logo_geo
eng_logo
თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა შეფერხდა
- +

17 აპრილი. 2019. 13:46

 

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა დღეს მცირე ხნით შეფერხდა. მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მგზავრებს არ უშვებდნენ.

 

როგორც „პირველ არხს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. კომპანიის ინფორმაციით, გარკვეული დროის განმავლობაში მატარებელი მხოლოდ სადგურ  „გურამიშვილამდე“ მოძრაობდა.

 

„გიდასტურებთ, რომ დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. იყო 10-15 წუთიანი შეფერხება, რომელიც უკვე აღმოიფხვრა. ეს შეეხო მხოლოდ მეტროს ორ შემადგენლობას“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner