ამერიკელი ჟურნალისტი და ჟურნალ „ვეტერანს თუდეის“ საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას ზუგდიდის მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსის წარდგენას აფასებს.
„სამეგრელომ ყველაზე მეტად იწვნია სააკაშვილის რეჟიმის საშინელება - კაცების გაუპატიურებითა და მკვლელობით დაწყებული, კასრებში დამალული ვიდეოჩანაწერებით დამთავრებული. ახლა ხალხს ამ ყველაფერს ავიწყებენ და რულოვსის მეგრულ სიმღერებს ასმენინებენ. არც მიკვირს ამ რეგიონში მისი ამბიციები, თავის დროზე მეგრული ენაც ხომ სპეციალურად შეისწავლა კონკრეტული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა და მის ამოცანას არამარტო სააკაშვილის მართვა წარმოადგენდა, არამედ საქართველოში ეფექტური დესტაბილიზაციის მოწყობაც. მოახერხა კიდეც. ამისთვის იყო გაწვრთნილი“, - განაცხადა სილვერმანმა.