logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა
- +

17 აპრილი. 2019. 19:27

 

2019 წლის 17 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი ფეისალ ალ-ფაიეზი.

 

ქართული მხარე მიესალმა იორდანიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს განვითარებულ ურთიერთობათა დადებითი დინამიკის შენარჩუნებასა და გაღრმავებას.

 

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს ჩვენს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო უსაფრთხოების გარემოზე.

 

იორდანულმა მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

იორდანიის სენატის დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ეს არის იორდანიიდან მსგავსი მაღალი დონის დელეგაციის, საქართველოში ჩამოსვლის პირველი შემთხვევა და წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას, ორ ქვეყანას შორის კეთილმეგობრული პარტნიორობის გასაღრმავებლად.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner