logo_geo
eng_logo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა
- +

17 აპრილი. 2019. 19:28

 

დეზინფორმაციის და პროპაგანდის  საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა მედიის განვითარების ფონდის, მედია კლუბის და ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართა.  შეხვედრა შეეხებოდა ორგანიზაციების  მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებების  დეტალურ განხილვას და ინფორმაციის დაზუსტებას.

 

 

 

თემატური მოკვლევის ჯგუფი აპრილის თვის განმავლობაში, ზეპირ მოსმენებს  ყველა იმ 17 ორგანიზაციასთან ატარებს, რომელთაც  წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს.

 

„დღემდე მოკვლევის ჯგუფმა 11 ორგანიზაციასთან გამართა შეხვედრა. დღევანდელ შეხვედრაზე სამი ორგანიზაციის წარმომადგენელს მოვუსმინეთ და გამოვიკვლიეთ ის საკითხები თუ რა მტკიცებულებას ეყრდნობა მათ მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები. ჩვენ ასევე შევეხეთ თუ რომელი სახელმწიფო უწყებები მოვიწვიოთ ამ პროცესში. გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არსებული შეკითხვები. მათი მონაწილეობა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება საკითხზე სწორი დასკვნების მომზადებისთვის“, - განაცხადა ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო გოგუაძემ.

 

შემდეგ ეტაპზე, ზეპირი მოსმენები აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებთან გაიმართება. მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად  დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.

 

თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირ მოსმენას ნინო გოგუაძის გარდა, ირინა ფრუიძე,  გიორგი კანდელაკი, გიორგი ბოკერია და ჯგუფის მკვლევარი გიორგი გობრონიძე ესწრებოდნენ.

 

პროექტის მხარდამჭერია ვესტმისნტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD).

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner