logo_geo
eng_logo
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
- +

17 აპრილი. 2019. 19:54

 

ორმხრივი საინვესტიციო პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა, ფეისალ ალ-ფაიეზმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

 

ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ აღიარებული საუკეთესო რეფორმატორი ქვეყანა, სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, იორდანიას ამ მიმართულებით გამოცდილება გაუზიაროს.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს.

 

მამუკა ბახტაძემ იორდანიაში ფინანსთა მინისტრის რანგში ვიზიტი გაიხსენა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები და შეთანხმებები შედგა. იორდანიის სენატის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების საფუძველი გახდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner