logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება
- +

17 აპრილი. 2019. 21:29

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

 

„ეს ნიშნავს, რომ ჩატარდება კვლევა და რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა, კვლევის შედეგად მივიღებთ სრულ სურათს, თუ რისი გაკეთება შეიძლება - შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით სერიოზული მოსაზრებაა იმის, რომ შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. კვლევითი ღონისძიებები რამდენიმე კვირაში დაიწყება", - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, მეტროსადგურების მოწესრიგება პრიორიტეტულია, თუმცა მნიშვნელოვანია მეტროს შიგნით არსებული მდგომარეობა.

 

„მე მხედველობაში მაქვს ძალოვანი კაბელები, სავენტილაციო სისტემა, რაც მეტრო აშენდა იმის შემდეგ შემცვლელი არ ყოფილა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, აზიის განვითარების ბანკის მიერ, რომ მოხდეს ამ სამუშაოების განხორციელება. 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება ჩანაცვლებული, ასევე მოხდება 28 საგვირაბე განიავების და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილაციის აგრეგატების დამონტაჟება. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კაბელები, სავენტილაციო აგრეგატები, ერთხელ და სამუდამოდ იყოს მოწესრიგებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner