logo_geo
eng_logo
სკანდალი - „სიცრუის დეტექტორში“ გაკეთებული განცხადების გამო კაკაბაძე პროკურატურაში დაიბარეს
- +

17 აპრილი. 2019. 21:44

 

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ კაკაძემ imedinews-ს განუცხადა.

 

ირაკლი კაკაბაძემ გადაცემა "სიცრუის დეტექტორში" თქვა, რომ ზურაბ ჟვანია გარკვეული ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ჟვანიას ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი ასეთი მუქარა თვითონ მას, კაკაბაძესაც აქვს მოსმენილი.

 

ირაკლი კაკაბაძის თქმით, ამ თემის შესახებ მას ზურაბ ჟვანიასთან უსაუბრია. კაკაბაძემ დასძინა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მის ჩვენებებშიც არის, რომელიც პროკურატურაში დევს. მისი თქმით, პროკურატურას კიდევ ერთხელ სურს ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით მისი გამოკითხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner