logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი ნინო ჟიჟილაშვილს: ვერც ერთმა თქვენმა სტუმარმა ვერასდროს დაამტკიცა, რა უნდა ექნა მურუსიძეს
- +

17 აპრილი. 2019. 23:33

 

„ვინ მისცა უფლება შალვა შავგულიძეს, რომ არ მოეთხოვა ორი წლით სასჯელის დამძიმება მკვლელებისთვის?“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების" პიარ-კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ნინო ჟიჟილაშვილს ლევან მურუსიძეზე საუბრის დროს.

 

„მე თქვენ გისვამთ კითხვას, იქნებ რომელიმე სწავლულმა ან უსწავლელმა, განათლებულმა ან გაუნათლებელმა თქვას... მაგალითად შალვა შავგულიძე და ჯანდიერიც ამბობს, რომ კანონი უნდა დაერღვიაო. ჩვენ გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, იყო თუ არა შეზღუდული არსებული კანონმდებლობით უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა, მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ რაღაცეები არ მიდიოდა კარგად და საერთაშორისო კონვენციის პრიმატი უნდა განეხორციელებინა ადგილობრივ კანონმდებლობაზე და მაინც უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილებაო.

 

ანუ, მოსამართლეს ეუბნებიან, ჩვენ რომ ხელები ამოგიტრიალეთ და ჩვენ რომ, მათ შორის შავგულიძე შეგზღუდეთ გადაწყვეტილებების დიაპაზონში, შენ ანტიგონესავით კანონი უნდა დაგერღვია და უკანონო გადაწყვეტილება გამოგეტანა სამართლიანობისთვისო.

 

ერთი კითხვა მინდა დაუსვათ შავგულიძეს, რომ მოვა. რომ ამბობს, მე უფლებამოსილება არ მქონდა გარდა იმისა, რომ განაჩენი გამესაჩივრებინა სასჯელის ნაწილშიო, ცოტა ზედმეტს ხომ არ იღებს თავის თავზე ამ ბოლო დროს და გეტყვით რატომ - ვინ ანდო მას ქართველი ხალხის სახელით, იმიტომ, რომ სანდრო გირგვლიანის სიცოცხლე მარტო არც სანდრო გირგვლიანს და არც ოჯახს ეკუთვნოდა - სიცოცხლე საჯარო სიკეთეა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner