„სტრასბურგის სასამართლო ახლაც გაოგნებული იქნებოდა, რომ დაენახა რას შვება შალვა“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების" პიარ-კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა, ნინო ჟიჟილაშვილს გადაცემაში სტუმრობის დროს.
ნაცვლიშვილის თქმით, შავგულიძემ დაადასტურა, რომ ამ სისტემის ორგანიზატორები მისი პოლიტიკური პარტნიორები არიან:
„სტრასბურგი აფასებს კონვენციით დაცული უფლების დარღვევას. მან თქვა, რომ სიცოცხლის უფლება დაირღვა და სიცოცხლის უფლება რომ დაირღვა, ამის გასაჩივრებას ვინ უკრძალავდა შავგულიძეს თუ ის სასჯელის ზომის გაზრდას მოითხოვდა. ანუ, თუ შალვა შავგულიძე გაასაჩივრებდა სასჯელის ზომას და 10 წელს მივიღებდით.
ბატონი შალვა ამბობს, რომ მისი ინტერესი არ იყო 2 წელი - ის ქართველი ხალხის მაგივრად წყვეტს - მან დაადასტურა, რომ ამ სისტემის ორგანიზატორები მისი პოლიტიკური პარტნიორები არიან.
თქვენ მეუბნებით და ეუბნებით ხალხს, რომ მურუსიძეს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა კანონით დადგენილი უფლებამოსილება, მიეღო განაჩენი, არსებობს მორალი, არსებობს საერთაშორისო კონვენციები და ის უნდა გასცდებოდა კანონით დადგენილ უფლებამოსილებას და მიეღო სამართლიანი განაჩენი.
იმავდროულად, თქვენ არ ატარებთ კრიტიკის ქარცეცხლში დებულებას, რომ გასაჩივრება მას არ შეეძლო.
ხელი ამოუტრიალა შალვა შავგულიძემ, რომელმაც არ დაწერა სააპელაციო საჩივარი. აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით. ვინმე გამოვიდეს. ე.ი. ჩვენ მივიღეთ, რომ მურისიძეს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არ ჰქონდა უფლება მიეღო რაიმე სხვა გადაწყვეტილება. ეს არის მთავარი თემა.
ეს არის სამართლებრივი აბრა-კატაბრა. ეს არის სირცხვილი რასაც მე ვისმენ და რასაც შავგულიძე ამბობს, რითიც ის საკუთარ შეცდომას ან დანაშაულს ამართლებს. სტრასბურგში საქმე წააგო საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც შეითქვა ერთი კაცის წინააღმდეგ. ხარვეზი, რომელიც დაუშვა შალვა შავგულიძემ როდესაც მან არ გაასაჩივრა აპელაციაში ეს. ეს იყო ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას მისხორელიძეს და ბურჯალიანს, როდესაც ისინი გადაწყვეტილებაში წერდნენ, ეუბნებოდნენ სტრასბურგის სასამართლოს, ეს კაცი კვალიფიციური ადვოკატია, ვინაიდან აპელაციაში არ გაასაჩივრა, გამოტოვა აპელაცია, ვინაიდან ე.ი. ეთანხმებოდაო. მან მისცა საშუალება. ნახეთ როგორ არის ამბავი. ამბავი მინდა იცოდეთ. რა სურდა ხელისუფლებას გირგვლიანის საქმეზე? გეტყვით რა სურდა და რა მიიღო. სტრასბურგის სასამართლო ეხლაც გაოგნებული იქნებოდა, რომ დაენახა რას შვება შალვა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემაში სტუმრობისას.