logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოსვლა შეძახილებით და მაგიდაზე ხელების ბრახუნით შეაწყვეტინეს
- +

18 აპრილი. 2019. 13:23

 

პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით და კამათით გაიხსნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი უნდა წარადგინოს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით სიტყვა შეაწყვეტინეს.

 

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, ვიდრე ანრი ოხანაშვილი გამოვა სიტყვით, სახალხო დამცველი გამოვიდეს. ნინო ლომჯარია სხდომათა დარბაზში იმყოფება, მისი გამოსვლა სასამართლოების თემაზე დღის წესრიგით დღეს ისედაც დაგეგმილია.

 

ოპოზიციის მოთხოვნას პარლამენტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner