logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ
- +

18 აპრილი. 2019. 14:01

 

 

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შედგა.

 

„არის თემები, რომლებიც სამართლებრივ ფორმატში უნდა განვიხილოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. ხვალისთვის კანონპროექტზე კენჭისყრა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროცესის შეჩერებაზე, დანგრევაზე, სიტუაციის გამწვავებაზე საუბარი არ უნდა იყოს. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. პოლიტიკურ ოპონენტებთან რაიმე შეთავაზება, რაიმე საკითხის განხილვა, მოგვარება ან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია, დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner