„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდში ყატარის სახელმწიფო ენერგოკომპანიის „Nebras Power“-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ხალიდ მოჰამედ ჯოლო და დირექტორის მოადგილე ბიზნესის განვითარების საკითხებში, ფაისალ ობაიდ ალ სადიყი მიიღო.
ყატარის სახელმწიფო ენერგოკომპანიის „Nebras Power“ საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოს ენერგოსექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა და კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხილვაა.
კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებისთვის მოლაპარაკებებს „საპარტნიორო ფონდთან“ მართავს. ფონდში გაართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანის ენერგოსექტორის მიმართულებით, საინვესტიციო პროექტები განიხილეს და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს. „Nebras Power“ თბოელექტროსადგურების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოთქვამს და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავს.
ყატარის სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლებს „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ფონდის მანდატი და საქმიანობა გააცნო. ფონდის ხელმძღვანელმა კომპანია „Nebras Power“-ის წარმომადგენლებს ენერგოსექტორში ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.