logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს
- +

18 აპრილი. 2019. 18:01

 

 

„გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას ტოვებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

 

„იმედის“ ცნობით, ქობულია თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

 

ამასთან, ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, თუ იგეგმება გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს.

 

„ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner