logo_geo
eng_logo
ვაკე-საბურთალოს პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა
- +

19 აპრილი. 2019. 10:35

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1973 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა“, - აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner